top of page

მადლობის წერილები

დიდი მადლობა ყველას ძალიან დიდი ყურადღებისთვის, მზრუნველობისთვის, რომელიც თქვენ პაციენტის მიმართ გამოიჩინეთ... განურჩევლად სტატუსისა თუ თანამდებობისა, ყველა პროფესიონალები ბრძანდებით და რაც მთავარია თქვენ გამოიჩინეთ ჩვენს მიმართ უსაზღვრო გულისხმიერება და სითბო... მადლობა ყველას... 

PS რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდი სამწუხაროდ რეფერალურის თანამშრომლებზე...

ელენე ერგემლიძე

04/06/2019

ია სესიაშვილი 14/05/2019

2019 წლის 10 მაისს  „ ა. ყამბარაშვილის კლინიკაში’’ გამიკეთდა საკეისრო კვეთა. უპირველეს ყოვლისა მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ბატონი ავთანდილის მიმართ, მისმა პროფესიონალიზმმა მოლოდინს გადააჭარბა,  ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეც და ჩემი პატარაც ვყოფილიყავით ყველაზე კარგად, ღმერთმა დიდხანს და ყველაზე ჯანმრთელად გვიმყოფოს მისი თავი.
ასევე უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო საოპერაციო ბრიგადის მიმართ, ეთერი ექიმის ოქროს ხელების წყალობით ანესთეზიამ ჩაიარა არაჩვეულებრივად, ბრიგადა იყო სრულად მობილიზებული .
მადლობა თითოეულ ექთანს, დამხმარე პერსონალს, რომლებმაც უდიდესი ყურადღება გამოხატეს ჩემს მიმართ, საუკეთესოები არიან! 
„ ა. ყამბარაშვილის კლინიკამ’’ გვაჩუქა ის ბედნიერი წუთები, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება. მეამაყებით და მეიმედებით!

ირინა გიორგელაშვილი 07/05/2019

მადლობა ბატონ ავთანდილ ყამბარაშვილს პროფესიონალიზმისთვის და მის მედ-პერსონალს  სითბოსთვის და სიყვარულისთვის

რუსუდან კევლიშვილი 24/04/2019

მე, რუსუდან კევლიშვილმა ვიმშობიარე „ა. ყამბარაშვილის კლინიკაში’’, ვარ ძალიან კმაყოფილი მთელი მედ-პერსონალის  და მადლობას ვუხდი მათ ასეთი ყურადღებისთვის, ასეთი თანადგომისთვის. ვერ გამოვარჩვ ვერავის, ყველა ერთმანეთზე უკეთესები და ყურადღებიანები არიან. მადლობა „ა. ყამბარაშვილის კლინიკას’’

ნელი გახუტელაშვილი 17/04/2019

„ ა. ყამბარაშვილის კლინიკაში’’ გავიკეთე საკეისრო კვეთა 13/04/2019 წ.  ვარ კმაყოფილი და მადლობელი მედ-პერსონის. აგრეთვე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ავთანდილს გაწეული სამსახურისთვის.

ანა ლაშხი  11/04/2019

„ა. ყამბარაშვილის კლინიკაში’’ გავიკეთე საკეისრო კვეთა  07/04/2019 წ.  ვარ ძალიან კმაყოფილი  ბატონი ავთანდილ ყამბარაშვილის და მისი მედ-პერსონალის.

ხათუნა გუსარიშვილი 12/03/2019

მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ავთანდილ ყამბარაშვილს და მის არაჩვეულებრივ გუნდს:  მორიგე ექიმებს, ექთნებს, ლაბორანტებს,სანიტრებს, მზარეულებს (ვშიშობ ვინმე არ გამომრჩეს). ვინც თავდაუზოგავად დგახართ  ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. უამრავ პროფესიულ წარმატებებს და წინსვლას... კლინიკის ირგვლივ კი, მადლიერი ადამიანების რიგს გისურვებთ.

თიკო ძამუკაშვილი 17/09/2018

არ ვაპირებდი ამ თემაზე რამის დაწერას აქ, მაგრამ არ შემიძლია გავჩუმდე და მადლიერება არ გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ ვინც ჩემი საყვარელი მამიკო რამდენიმე დღის წინ გადამირჩინა. ზოგადად გული ხშირად აწუხებს და ეს სულ გვანერვიულებს, რომ არ აწუხებდეს ალბად ის გამიკვირდებოდა, ამ ადმიანის გულზე იმდენ ტკივილს და დარდს გაუვლია  და გადის, არამარტო ოჯახის, ახლობლების, ნაცნობების თუ უცნობების. ნუ ასეთი ადამიანია, თითქოს მთელი სამყაროს ტკივილებს მის გულში დაუდვია ბინა. ამჯერად ძალიან მაღალი წნევით გადაიყვანეს თელავის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია და რომ არა ამ კლინიკის ხელმძღვანელობა და მედპერსონალის პროფესიონალიზმი არც მინდა ვიფიქრო რა მოხდებოდა. საბოლოოდ კი წარმატებით ჩაუტარდა გულის სტენტირება „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში’’. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო კლინიკის ხელმძღვანელს ბატონ ავთანდილ ყამბარაშვილს, ექიმებს: ბეგი დუნდუას, ნინო ჩხაიძეს და მთლიან სამედიცინო პერსონალს ყურადღების და მაღალი პროფესიონალიზმისათვის. ჩემ საუკეთესო მეგობარს თამუნა ქონაშვილს პერსონალური მადლობა , ვიცი როგორც საკუთარი მამა ისე განიცადა ეს ამბავი და ყურადღებაც ანალოგიურად  მიაქცია. მადლობა ყველას ყველას და არ შემიძლია ასეთ დროს ნიკა ჩერქეზიშვილის ეს სიტყვები არ გამახსენდეს „ როცა გიჭირს ვინც შენს გვერდითაა ისაა ღმერთი“.

ვულოცავ ჩემს სამშობიარო  სახლს, ახალი სტილით „ყამბარაშვილის კლინიკას’’ დაარსების დღეს. გილოცავთ ჩემო „მთავარო ექიმო’’ ამ ლამაზ დღეს.მხოლოდ წინსვლა გამეგოს თქვენი კლინიკის. მიყვარხართ.

მანანა ძამუკაშვილი 29/08/2018

აი ჩემი გოგოები  ბატონი ავთოს გადარჩენილები არიან, პირველი 4,300 იყო, მეორე 5,200. საუკეთესო და თავის საქმის პროფესიონალი ექიმია.დიდი მადლობა თქვენ რომ არსებობთ.

ელენე ლიპარტია 02/07/2018

მსურს უღრმესი მადლობა მოგახსენოთ ასეთი პოზიტიური და სასიამოვნო ინფორმაციის ცნობისათვის,თქვენს კლინიკაში დაბადებული ახალშობილების  შესახებ, იმ ზღვა ნეგატიურ მორევში რომელიც ყოველი მხრიდან მოედინება, თქვენი ეს ინფორმაცია სულს ათბობს და უდიდეს ენერგიას გვაძლევს- რადგან სიცოცხლე მეფობს!!!  მრავალი, მრავალი ასეთი  ამბავი გვამცნეთ,  ყველა ახალშობილს მზეგრძელობას, გახარებასა და გამრავლებას ვუსურვებ.

არჩილ  ფშავლელი 29/05/2018

კლინიკა, რომელსაც ბადალი არა ყავს. ერთი შვილიშვილი 6 წლის წინ მაჩუქეს, დღეს კი მეორე შვილიშვილის ბებო გავხდი. მადლობა მთლიან კოლექტივს .უფალი გფარავდეთ ყველას. ყველა დედა და ბებო სულ ჩემნაირად გახარებული  და კმაყოფილი გყოლოდეთ. მადლობა. სიხარულს და სიყვარულს ვეღარ ვმალავ თქვენი კლინიკის მიმართ.

მანანა ჩოთალიშვილი 08/02/2018

მაია ზურბაია 15/10/2016

2016 წლის 11 სექტემბერს მოვხვდი თქვენს კლინიკაში ენტეროვირუსის დიაგნოზით, მინდა დიდი მადლობა მოვუხადო იმ საღამოს მომუშავე ყველა პერსონალს, ასეთი სითბოსთვის და დიდი ყურადღებისთვის .  მიხარია რომ არსებობენ კიდევ ასეთი თბილი ადამიანები. დიდი მადლობა ყველას იმ სითბოსთვის , რაც მე იმ საღამოს დავინახე ჩვენს მიმართ. გაიხარეთ და უფალი გფარავდეთ, მიყვარხართ ყველა. კიდევ მადლობა.

მე  ლია ხოსმაზარაშვილი ჭიათურიდან ჩამოვედი ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში საკეისრო კვეთის გასაკეთებლად.  პირველი და მეორე ბავშვიც აქ გავაჩინე და იმდენად კმაყოფილი ვიყავი ბატონი ავთანდილის და მისი მომსახურე პერსონალით, რომ ვერც კი წარმომედგინა სხვაგან წასვლა. ამჯერადაც ძალიან კმაყოფილი ვარ მათი პროფესიონალიზმით, კლინიკაში კომფორტით და გამორჩეული ჰიგიენით. ექთნებიც და ექიმებიც დიდ სითბის და სიყვარულს გამოხატავენ პაციენტევის მიმართ. ნებისმიერ წუთში რაც არუნდა დამჭირვებოდა, ყველაფერს მიკეთებდნენ.მადლობა თქვენ ყველას ამ სითბოსა და ყურადღებისთვის. ძალიან კმაყოფილი მივდივარ დღეს კლინიკიდან.

ლია ხოსმაზარაშვილი

09/06/2019

საოცრად ყურადღებიანი მედპერსონალი.5 დღის განმავლობაში ყოველი ახალი ცვლა მაკვირვებდა მათი ყურადღებით და სითბოთი.მადლობა ბატონ ავთანდილს და მის პროფესიონალ გუნდს

მაიკო არსენაშვილი

30/07/2019

მაკა მოსიაშვილი

15/07/2019

სანდო და საიმედო ცხოვრების თანამგზავრია ეს კლინიკა.

bottom of page