აღსანიშნავი სამედიცინო შემთხვევები
წარმატებული ხერხემლის ოპერაცია კახეთში
ქ.თელავში "ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში" ჩატარდა: კისრის მე-5 დისკის თიაქრის ამოკვეთა და მისი ჩანაცვლება ტიტანის მობილური (თანამედროვე) პროთეზით.
☛ პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას უჩიოდა:
ტკივილს მარცხენა ხელში, თითების დაბუჟებას და ძალის დაქვეითებას.
✔ ოპერაციის შემდგომ მოიხსნა ტკივილი და დაბუჟება,დაუბრუნდა ძალა მარცხენა ხელში
პაციენტს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!
თავის ტვინის სიმსივნის ტოტალური ამოკვეთა
ქ.თელავში "ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში" ჩატარდა თავის ტვინის სიმსივნის ტოტალური ამოკვეთა ჩვენი ნეიროქირურგების მიერ.
☛ პაციენტი ნ.ა 57 წლის კლინიკაში შემოყვანილი იქნა ძლიერი თავის ტკივილით, სომნოლენტური (ძილიანი).
✔ ჩატარებული ოპერაციის შემდგომ გახდა კონტაქტური, აქტიური.
✔ ნევროლოგიური დეფიციტი არ აღენიშნება
პაციენტს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!
სურათზე წარმოდგენილია ოპერაციამდე კტ და მრტ, ოპერაციის დროს ამოკვეთილი წარმონაქმნი და ოპერაციის შემდგომი კტ.
საკეისრო კვეთა და მრავლობითი მიომური კვანძი
,,ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში" შემოვიდა პაციენტი მ.ა. 37 წლის.
☛ 15 წლიანი უნაყოფობის შემდეგ ნანატრი ორსულობა დასრულდა საკეისრო კვეთის გზით.
✔დაიბადა მამრიბითი სქესის დროული ახალშობილი
3500კგ. 51 სმ.
✔საშვილოსნოდან ამოღებულ იქნა მრავლობითი მიომური კვანძი (სუბსეროზული, ინტრამურალური, სუბმუკოზური 21 კვანძი) რის შემდეგაც აღდგა საშვილოსნოს კედლების მთლიანობა.
✔ამ უნიკალური ოპერაციის წყალობით საშვილოსნოს მაქსიმალურად შეუნარჩუნდა ანატომიური ფორმა და პაციენტს შვილოსნობის უნარი.
✔პაციენტიც და მისი პატარაც კარგად გრძნობენ თავს და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერნენ ბინაზე.
მრავალწლიანი გამოცდილება და რთული შემთხვევების პროფესიონალურ დონეზე მართვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია!
ზურგის ტვინის დეკომპრესია
უპრეცედენტო შემთხვევა კახეთის რეგიონის მედიცინის ისტორიაში!
☛ ქალაქ ბათუმის მცხოვრებმა 67 წლის პაციენტმა დ.ბ თავისი სურვილით ქალაქ თელავში ''ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში'' გაიკეთა გეგმიური ოპერაცია ხერხემალზე, კერძოდ ჩაუტარდა ზურგის ტვინის დეკომპრესია.
✔ ასეთი სირთულის ოპერაცია კახეთის ტერიტორიაზე ჩატარდა პირველად.
✔ პაციენტი ოპერაციის შემდგომ დაუბრუნდა აქტიურ ცხოვრებას.
ჩვენი კლინიკა უსურვებს მას ჯანმრთელობას!
სურათზე ნაჩვენებია ოპერაციამდე და ოპერაციის დროს გადაღებული ფოტომასალა: პირველ ფოტოზე ნაჩვენებია ზურგის ტვინის კომპრესია, ხოლო მეორე ფოტოზე ზეწოლისგან განთავისფლებული ზურგის ტვინი.
კაროტიდული ენდარტერექტომია
ხშირი გარდამავალი იშემიური შეტევების მქონე პაციენტს, საძილე არტერიის მნიშვნელოვანი სტენოზით, რომელიც გამოწვეული იყო სისხლძარღვის ათეროსკლეროზული ცვლილებებით, პირველად კახეთის რეგიონში "ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში" გაუკეთდა კაროტიდული ენდარტერექტომია.
✔ რის შედეგადაც მთლიანად აღდგა მარჯვენა შიგნითა საძილე არტერიაში სისხლის გამავლობა.
✔ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
✔ პაციენტი გამოჯანმრთელდა
✔ გაეწერა ბინაზე
თავის ტვინის სიმსივნის ტოტალური ამოკვეთა
პირველად კახეთში ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში მწვავე თრომბოზულ-იშემიური ინსულტის მქონე პაციენტთან ჩატარდა თავის ტვინის ერთ-ერთ მკვებავ სისხლძარღვში, გაჭედილი თრომბის გამოღება - კლინიკაში სპეციალურად მოწყობილ კათეტერიზაციის ლაბორატორიაში დამონტაჟებულ ულტრათანამედროვე აპარატურული სისტემების საშუალებით.
✔ ოპერაციის შემდეგ მოხდა სისხლძარღვის გამავლობის აღდგენა და დაზიანებული მიდამოს სისხლმომარაგებით უზრუნველყოფა.
✔ თრომბექტომიის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნევროლოგიური სტატუსი დინამიკაში უმჯობესდება.
კვანძოვანი მიომის უიშვიათესი ფორმა
"ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში" ჩატარდა უნიკალური ოპერაცია.
✔ახალგაზრდა ქალს,რომელსაც ჰქონდა საშვილოსნოს დიდი ზომის კვანძოვანი მიომის უიშვიათესი ფორმა, ყელის ფორმა, რომელიც ავსებდა მთელ მცირე მენჯის ღრუს გაუკეთდა ოპერაცია.
✔ ამოღებულია საშვილოსნო დანამატებთან ერთად.
✔პაციენტი თავს გრძნობს კარგად.
ტრავმული ქრონიკული სუბდურული სისხლჩაქცევის
ევაკუაცია
"ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში" სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდა სასწრაფო ნეიროქირურგიული ოპერაცია - ტრავმული ქრონიკული სუბდურული სისხლჩაქცევის
ევაკუაცია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი დაურუნდა ცხოვრების აქტიურ რეჟიმს.
ენდოპროტეზი
,,ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის“ ორთოპედ-ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში შემოყვანილ იქნა 91 წლის მამაკაცი ჩივილებით:
☛ ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში.
☛ ტრავმა მიიღო ეზოში წაქცევის შედეგად.
☛ პაციენტს 2 წლის წინ მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის გამო ჩატარებული ჰქონდა მარცხენა და მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირებები „ოსტინ-მურის“ ენდოპროტეზების გამოყენებით.
✔ კლინიკურ ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე დაესვა დიაგნოზი: მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზის მექანიკური დაზიანება (გატეხვა) ტრავმის შედეგად.
✔ პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, შეფასდა ანესთეზიოლოგის მიერ და ჩაუტარდა ოპერაცია: მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრიდან გატეხილი ენდოპროტეზის ამოღება და მისი ჩანაცვლება მაღალი ხარისხის გერმანული ფირმის უცემენტო რევიზიული ტიპის ენდოპროტეზით.
✔ ოპერაციის მსვლელობის დროს იმისათვის რომ გატეხილი ენდოპროტეზი ამოღებულიყო ბარძაყის ძვლიდან ჩატარდა ბარძაყის ძვლის „პროქსიმალური ოსტეოტომია“ ამოღებულ იქნა გატეხილი ენდოპროტეზი და ცემენტის ნარჩენები, დამუშავდა ბარძაყის ძვლის სანათური რევიზიული ენდოპროტეზის ჩასადგმელად , რის შემდგომაც ბარძაყის ძვალში ჩაყენებულ იქნა რევიზიული უცემენტო ენდოპროტეზი ბიპოლარის ფოსოს გამოყენებით.
✔ ოპერაცია „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის“ ორთოპედ ტრავმატოლოგებმა : ზურაბ ამისულაშვილმა აკაკი ხეჩიაშვილმა და მამუკა ყიზილაშვილმა ჩაატარეს.
✔ოპერაციის შემდგომმა პერიოდმა წარმატებით ჩაიარა, პაციენტის გააქტიურება მეორე დღიდან დაიწყო , ხოლო სიარული ოპერაციიდან მე-3 დღეს.
✔ პაიენტი მ.ს 91 წლის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე .
„ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში“ მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროტეზირებები მაღალი ტექნოლოგიებით, გერმანული და ამერიკული ენდოპროტეზების გამოყენებით სრულდება .
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციული ჩარევა პაციენტს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა.
დისკექტომია
ქ. თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში ჩატარდა უნიკალური ოპერაცია. კისრის მეხუთე დისკის თიაქრის გამო, პაციენტს ჩაუტარდა დისკექტომია მალთაშუა დისკის ჩანაცვლება მობილური პროთეზით.
ოპერაციამდე პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა ხელში მოძრაობის დეფიციტი (პარეზი), ძლიერი ტკივილი და მგრძნობელობის მოშლა.
ოპერაციის შემდეგ პაციენტს მარჯვენა ხელში მოძრაობა და მგრძნობელობა დაუბრუნდა.